„კოვიდ-19“-ის ახალი შტამი ცენტრალური ევროპის კიდევ ორ სახელმწიფოში დაფიქსირდა.
ესპანეთის მთავრობამ „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ უკვე გააკეთა განცხადება.
ესპანეთამდე რამდენიმე საათით ადრე, ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ საგანგებო განცხადება ასევე გაავრცელა პორტუგალიის მთავრობამ. არსებული ინფორმაციით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევა „ბენელესეს“ საფეხბურთო კლუბში დაფიქსირდა.
პორტუგალიის ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ საფეხბურთო კლუბში ინფიცირების 13 შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც, პირველადი კვლევების თანახმად, „ომიკრონის“ შტამს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ერთ-ერთი ფეხბურთელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, რასაც გუნდის წევრების დაინფიცირება მოჰყვა.