logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის თქმით, არცერთი პოლიტიკოსის მხრიდან არ ყოფილა ზეწოლის მცდელობა
- +

30 ნოემბერი. 2021. 12:05

 

 

მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე ლია ორკოდაშვილის განცხადებით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას პოლიტიკური ელფერი ექნებოდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ის საკუთარ პოზიციას გამოხატავდა, სიტყვა არ შეაწყვეტინეს.

 

„შემადგენლობა ორივეს ვფიქრობდით - რომ საქმეზეც იქნებოდა საუბარი და, რა თქმა უნდა, მისი ყოფილი თანამდებობიდან გამომდინარე, გარკვეული პოლიტიკური ელფერიც ექნებოდა. ფაქტობრივად, ეს იყო განცხადება და მისი პოზიციის დაფიქსირება. მისი უფლება რომ არ შეგველახა, რა თქმა უნდა, არ შევაწყვეტინეთ. როცა საქმე კონკრეტულად შესავალ სიტყვას, დასკვნით სიტყვას, ჩვენებას ეხება, მაგ დროს, ცხადია, კონკრეტიკასთან გვაქვს კავშირი და, რა თქმა უნდა, კონკრეტულად უნდა ვისაუბროთ იმ ბრალდებებზე, რომელ საქმესაც ჩვენ განვიხილავთ“, - აღნიშნა მოსამართლემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner