logo_geo
eng_logo
მიხეილ ხომერიკმა ვეტერან ქალბატონს 8 მარტი მიულოცა
- +

7 მარტი. 2016. 14:04


ირაკლი შიხიაშვილის ინიციატივით, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვეტრანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ვეტერან ქალბატონს ესტუმრა. მიხეილ ხომერიკმა 8 მარტი სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა 2008 წლის ომის ვეტერანს ლელა ქაჩიბაიას. ლელა ქაჩიბაია მოქმედი სამხედრო მოსამსახურე და ხელოვანია. 2015 წელს მან მონაწილეობა მიიღო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოფენაში. ვეტერანმა ქალბატონმა მიხელ ხომერიკს თავისი ახალი ნამუშევრები აჩვენა, რომელთაგან ორი აფხაზეთში დაბრუნებას ეძღვნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner