logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: მიშასთანა შარლატანების, უგულავასთანა ვირთხების, ბარამიძისთანა მლიქვნელების, გუბაზისნაირი ყვარყვარეების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს
- +

30 ნოემბერი. 2021. 12:26

 

 

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“! ეს ნათლად დაამტკიცა გუშინდელი დღემ, როდესაც სასამართლოს შენობის გარეთ მყოფები უტევდნენ პოლიციელებს“, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვიჩვენა, რომ აუცილებელია ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობა და არა პიარებზე გათვლილი და ფიქტიური.

 

„დიდებული ნათქვამია: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“! ეს ნათლად დაამტკიცა გუშინდელი დღემ, როდესაც სასამართლოს შენობის გარეთ მყოფები უტევდნენ პოლიციელებს! გამოვიდნენ ახლა „ტვ პირველის“-ის „ზვეზდები“ და გაამართლონ კიდევ ერთხელ 20 ივნისის მსგავსად ვინმე ბესიკ თამლიანი, რომელიც ციხიდან გირაოთი გამოსვლის შემდეგ, ისევ ისე აგრესიულად იქცეოდა და სცემა სამართალდამცველი! სად არიან ახლა ის უცხოელი დიპლომატები, რომლებიც სარგებლობდნენ და სარგებლობენ იმით, რომ ჩვენი ეკონომიკა და სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია და იძახდნენ უგულავა რატომ ზის ციხეში! მათ ზეწოლებით ხელისუფლება აიძულეს კრიმინალი და ბიუჯეტის ქურდი გაეთავისუფლებინა შეწყალებით. ამიტომაც მომავალში აუცილებელია განვვითარდეთ ეკონომიკურად! ჩამოვყალიბდეთ ძლიერ სახელმწიფოდ, რის შემდეგაც ხელისუფლებას შეეძლება ყურადღება არ მიაქციოს არამკითხე უცხოელ მოამბეთა გინდათ თუ არა შეასრულეთ რეკომენდაციებს!

 

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვიჩვენა, რომ აუცილებელია ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობა და არა პიარებზე გათვლილი და ფიქტიური! უნდა შევთანხმდეთ ერთ უმნიშვნელოვანესზე მთელი ერი, რომ მიშასთანა შარლატანების, უგულავასთანა ვირთხების, ბარამიძისთანა მლიქვნელების, გუბაზისნაირი ყვარყვარეების, ხოშტარიასნაირი „მოშიმშილეების“, კირკიტაძისნაირი უვიცების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს! ხოლო თამლიანისნაირები ციხეებში უნდა ლპებოდნენ! არ გავაკეთებთ ამას? წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მუდამ ვიძახებთ: „გვეშველება რამე“?! და არც იქნება არასდროს, საშველი!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner