logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გორთან ახლოს შენდება საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური
- +

31 ივლისი. 2016. 19:51




საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გორში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ გორთან ახლოს შენდება საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, რომელიც მისივე თქმით, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და გორის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება.



„ძლიერი, მდიდარი რეგიონები საწინდარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო ჩემი ერთი დიდი სიხარული,  აქვე გორთან ახლოს შენდება და მალე თქვენ მოგემსახურებათ საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური. ეს იქნება დამატებითი სამუშაოა დგილები, ეს იქნება დამატებითი საინტერესო ტურისტული ზონა. ეს იქნება კონკრეტულად ქართლის, გორის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი", - განახცადა კახი კალაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner