logo_geo
eng_logo
ზურაბ ზვიადაური: მიმალვა რომ მდომებოდა ან გაქცევა, 5-6 საათი დრო მქონდა
- +

30 ნოემბერი. 2021. 12:04

 

ზურაბ ზვიადაური, დროებით, თავისუფალია. გუშინ თელავის სასამართლომ ოლიმპიურ ჩემპიონს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა. 

 

ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულმა მკვლელობის ახალ დეტალებზე  მოსამართლესთან ისაუბრა.

 

„როცა გავიგე, რომ მესამე პირი გარდაიცვალა, მე ვთქვი, პოლიციას დაუძახეთ და უთხარით, რომ ეს ჩემი ჩადენილია, მე აქ ვარ, იარაღი აქ არის, რომლითაც მოხდა ეს ყველაფერი-მეთქი. მიმალვა რომ მდომებოდა ან გაქცევა, 5-6 საათი დრო მქონდა“, - განაცხადა ზვიადაურმა.

 

სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლებული ძიუდოისტი დაპირისპირების დროს მოკლული ძმის საფლავზე მივიდა.

 

დღესვე, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა კიდევ ერთი პირის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 43 წლის მამაკაცს გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

 

ზურაბ ზვიადაური ბრალს დღემდე არ აღიარებს.იგი აცხადებს , რომ ის ნიკა კენჭიაშვილის მოგერიებას ცდილობდა და დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია. ამ ეტაპისთვის გამოძიებას სიტყვიერი შელაპარაკებით დაწყებულ და სისხლისღვრით დამთავრებულ გარჩევაში მონაწილე სხვა პირების ბრალეულობა არ გამოუვლენია. მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner