logo_geo
eng_logo
შემოდგომიდან თბილისს გერმანული ავტობუსები მოემსახურება
- +

31 ივლისი. 2016. 20:25


 

შემოდგომიდან თბილისს კომპანია MAN-ის ავტობუსები მოემსახურება.

როგორც GBC-ის ტენდერში ჩართულმა წყარომ განუცხადა, სწორედ გერმანული კომპანია შეირჩა ტენდერის გამარჯვებულად.

თავად „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში" (EBRD)  გამარჯვებულს არ ასახელებენ, ამბობენ, რომ პროცესი ბოლო ეტაპზეა და ხელშეკრულების გაფორმებას ელიან.

MAN-ს მეორე ეტაპზე კონკურენციას IVECO და Solaris უწევდნენ.

MAN-ის ავტობუსები სრულად CNG საწვავზე იმუშავებს, ისინი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია და ასევე მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანული კომპანია MAN ლიდერია ამ სეგმენტში, მისი წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

ავტობუსების შესაძენად თბილისის მერიას დაფინანსება ევრობანკმა გამოიყო. 27 მლნ ევროს ოდენობით სესხის სახით, დამატებით 7 მილიონის გრანტი EBRD-ის მართვის ქვეშ არსებულმა ფონდმა E5P გამოყო.

აღსანიშნავია, რომ ტენდერში თავდაპირველად 7 კომპანიამ წარადგინა განაცხადი, მათგან მეორე ეტაპზე 3 შეირჩა. ცოტა ხნის წინ, თბილისის მერის მოადგილემ  მედიას განუცხადა, რომ დასრულებულია შეფასებები და შედეგები ევრობანკს წარედგინა.

ველოდებით დასტურს ბანკისგან, რომ შეფასებების შედეგები გამოქვეყნდეს", -  განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ და აღნიშნა, რომ შესყიდვის პროცედურა სრულად EBRD-ის წესებით მიმდინარეობს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner