logo_geo
eng_logo
კასპში ქვათახევის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

30 ნოემბერი. 2021. 13:27

 

კასპში ქვათახევის ქუჩაზე საფეხმავლოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუჩაზე უკვე დაიგო ასფალტის ორი ფენა და  საფეხმავლოების წინა მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება, რის შემდგაც დაიგება ასფალტი.

 

მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს  ქალაქში ხუთი - ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის, ქვათახევის და სამების - ერთმანეთთან დაკავშირებული  ქუჩის რეაბილიტაცია დაგეგმა. უკვე დასრულებულია სამების ქუჩა, სამუშაოები მიმდინარეობს ლესელიძის, ჯორჯიაშვილის და ქვათახევის  ქუჩებზე.

 

ქუჩების საერთო სიგრძე 1 288 გრძივი მეტრია,  პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი  969 980 ლარით აფინანსებს, აქედან  99 485 ლარი იხარჯება ქვათახევის ქუჩის რეაბილიტაციაზე.

 

სამუშაოს შპს „საგაზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ასრულებს.

„აღნიშნული ქუჩებიდან არც ერთი არასოდეს ყოფილა მოასფალტებული და გადაადგილებისას დისკომფოროს ქმნიდა. კეთილმოწყობილი გზა კი  უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner