ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა განაცხადა, რომ რუსეთის შესაკავებლად ლატვიას ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა ესაჭიროება.
არტის პაბრიკსის თქმით, ლატვიას სურს, თავისი თავდაცვა ამერიკული „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებით გააძლიეროს.
„ჩვენ დამატებითი საერთაშორისო დახმარება გვჭირდება. ჩვენ ვისურვებდით ჩვენს ქვეყანაში აშშ-ის მუდმივ სამხედრო წარმომადგენლობას. საზღვაო და საჰაერო თავდაცვა ნიშნავს ძირითადად ისეთ სისტემებზე გადასვლას, როგორიცაა „პეტრიოტი“, – განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.