logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი „ლელოზე“: პრემიერის ინიციატივებით უკმაყოფილო „მაფიამაც“ არ დააყოვნა ხმის ამოღება
- +

30 ნოემბერი. 2021. 15:04

 

„პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მოსახლეობამ შეიტყო მისთვის მტკივნეულ სფეროებში - ონლაინ-კაზინოებთან, სააფთიაქო ნარკომანიასა და წამლების ფასებთან მიმართებით ახალი სამთავრობო ინიციატივების თაობაზე. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივებით უკმაყოფილო „მაფიამაც“ არ დააყოვნა თავისი ხმის ამოღება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მედიკამენტებთან და ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით მიღებულ ინიციატივებს, რომლებსაც „ლელოს“ მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა.

 

ექსპერტის თქმით, მსგავსი შეტევა მოსალოდნელი იყო სწორედ იმ ძალების მხრიდან, ვინც ონლაინ-კაზინოებისა და მედიკამენტების ბიზნესთან უშუალო კავშირში მოაიზრება.

 

„როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შეტევა ამ სოციალურად ორიენტირებულ ინოვაციებზე, იმ ძალების მხრიდან წამოვიდა, ვინც ამ სარფიან ბიზნესთან უშუალო კავშირში მოიაზრება. ეს ის ძალებია, ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე დეკლარირებულად „წუხილს“ რომ გამოთქვამენ, მაგრამ ახალგაზრდა თაობებში ლუდომანიის, ნარკომანიის შემცირების, ხოლო პენსიონერებისთვის წამლების ფასების ხელმისაწვდომობის გამო - ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ, საკუთარი ინტერესების შეზღუდვის გამო, ცდილობენ შური იძიონ მასზე.

 

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი სპიკერის, საბა ბუაძის დღევანდელი განცხადებით, მმართველი პარტიის მიზანი არის არა აზარტული თამაშების რეგულირება, არამედ მედიაზე ზეგავლენის მოხდენა.

 

„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, შეარბილოს მედიაზე არსებული საგადასახადო წნეხი და სულ მცირე სამი წლის განმავლობაში მედიაბიზნესი სრულად გაათავისუფლოს გადასახადებისგან. მოსახლეობაზე ხელისუფლების ზრუნვასა და „ლელოს“ მხრიდან მედიასაშუალებებისთვის ონლაინ-კაზინოების რეკლამირების აკრძალვაზე წუხილს შორის ტოლობის გავლება ნამდვილად გაგვიჭირდება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner