logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: მკაფიოდ უნდა გაიგონ ხაზარაძემ და მისმა ამფსონებმა, რომ მათი პოლიტაფერისტობის დრო თანდათანობით წარსულს ჰბარდება
- +

30 ნოემბერი. 2021. 15:23

 

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პარტია „ლელოს“ წევრის საბა ბუაძის შეთავაზებას პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„მორიგ ვირეშმაკობას მიმართა ოპოზიციამ! მათ შორის კი განსაკუთრებული გაუნათლებობითა და მევახშეობით ცნობილმა „ლელომ“! სააკაშვილის სატელიტმა ამ პარტიამ, როგორც ჩანს უზარმაზარი ფული დაკარგა უსარგებლოდ, მათ მიერ წარმოებული საარჩევნო კამპანიაში და განსაკუთრებით ისეთ მედიაორგანიზაციაში როგორიცაა ტვ პირველი! ამიტომაც ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ და მის გაყვლეფაზე ორიენტირებულმა პარტიამ მყისვე ისარგებლა არსებული ვითარებით, არ დააყოვნა! და როგორც კი წამოვიდა პრემიერისაგან ახალი და ნამდვილად ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივა „ონლაინ კაზინოების“ შესახებ, ამ მევახშეებმა პოლიტიკაში სრულიად უვიცი ვინმე საბა ბუაძის პირით მოითხოვეს მედიასაშუალებებზე გადასახადების გაუქმება!

 

დიახ, ეს არის მევახშე და ხალხის კისერზე მჯდომი წურბელის ხაზარაძის და მთელი მისი პოლიტიკურ-საბანკო „შაიკის“ ფილოსოფია! რომელნიც როგორც სჩვევია ველური კაპიტალიზმის წარმომადგენლებს, უმცირესი დანახარჯებით ცდილობენ უბრალო ხალხის ზურგზე უზარმაზარი მოგებების მიღებას! მაგრამ მკაფიოდ უნდა გაიგოს ხაზარაძემ და მისმა ამფსონებმა, რომ მათი პოლიტაფერისტობისა და გაჭირვებულთა ხარჯზე უზომოდ გამდიდრების დრო თანდათანობით წარსულს ჰბარდება! და ამიერიდან ვიმედოვნებ არ გაუვათ ამ მევახშე-პოლიტაფერისტებს და სააკაშვილის „შესტიორკებს“ „ანაკლია 2“-ის მაგვარი ავანტიურა!“ - წერს გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner