logo_geo
eng_logo
ანა კავლელიშვილი: შშმ პირებს „Black Sea Arena“-ს წარმოდგენებზე დასწრება კომფორტულად შეეძლებათ
- +

31 ივლისი. 2016. 21:03


 

 ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „შუადღეში"  „Black Sea Arena"-ს ღონისძიებების ხელმძღვანელმა  ანა კავლელიშვილმა ისაუბრა, რომ ეს დარბაზი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან და ღირებულ საჩუქარს წარმოადგენს. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ დარბაზში შშმ პირებიც კომფორტულად იგრძნობენ თავს:

 

„პროექტზე მუშაობდა გერმანული კომპანია „Dry Architect", რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ამ მიმართულებით და აქვს დიდი გამოცდილება.  ამიტომ, გათვლა არის იმაზე, რომ ნებისმიერმა სტუმარმა თავი იგრძნოს კომფორტულად და რაც მთავარია სპეციალური ადგილია გამოყოფილი შშმ პირებისთვის, სადაც მათ ხელი არ შეეშლებათ, სრულყოფილად მოისმინონ და დაინახონ სცენაზე გამართული წარმოდგენა. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საჩუქრებზე -  შენობა 115 მლნ დოლარი დაჯდა, გადმოგვეცა ის მთელი პროგრამაც,  რაც „Black Sea Arena"-ზე იქნება წარმოდგენილი. ის თანხა კი, რაც ღონისძიებებიდან შემოვა, მთლიანად სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს", - განაცხადა კავლელიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner