„საქართველოსა და უკრაინასთან NATO-ს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის“, - ეს განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა, რიგაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის გახსნაზე გააკეთა.
მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი სწორედ შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოება და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებია.
მინისტრები განიხილავენ NATO-ს გაძლიერების საკითხს, გლობალურ გამოწვევებს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და ვითარებას ბელარუსის საზღვარზე.