logo_geo
eng_logo
ედგარს რინკევიჩი: საქართველოსა და უკრაინასთან NATO-ს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის
- +

30 ნოემბერი. 2021. 15:53

 

 

საქართველოსა და უკრაინასთან NATO-ს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის“, - ეს განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა, რიგაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის გახსნაზე გააკეთა.

 

მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი სწორედ შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოება და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებია.

 

მინისტრები განიხილავენ NATO-ს გაძლიერების საკითხს, გლობალურ გამოწვევებს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და ვითარებას ბელარუსის საზღვარზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner