logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: „ლელოს“ მცდელობა, რომ პრემიერის ინიციატივებს სარმა დაუდონ, გამოწვეულია იმითაც, რომ მათი ლიდერების მიერ დაფინანსებულ პარტიულ მედიას გადასახადებიდან თავის დაძვრენის საშუალება მისცენ
- +

30 ნოემბერი. 2021. 15:56

 

 

„რატომ ვერ დადებს „ლელო“ ვერასოდეს ლელოს, იმიტომ რომ ვიწროპარტიული, საკუთარი ფინანსური და ეგოისტური ინტერესებს, სახელმწიფო ინტერესებზე წინააღმდეგ აყენებენ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ლელოს“ შეთავაზებას პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით.

 

როგორც ანჯაფარიძე წერს, „ლელოს“ მიზანია მათ მიერ დაფინანსებულ მედიას გადასახადებიდან თავის დაძვრენის საშუალება მისცენ.

 

„რატომ ვერ დადებს „ლელო“ ვერასოდეს ლელოს, იმიტომ რომ ვიწროპარტიული, საკუთარი ფინანსური და ეგოისტური ინტერესებს, სახელმწიფო ინტერესებზე წინააღმდეგ აყენებენ. ასე მოდიან „ლელოს“ დიდი თუ მომცრო ლიდერები. სწორედ საკუთარი ჯერ არ გამჟღავნებული კონიუნქტურული ინტერესების გამო ეწინააღმდეგებიან ისეთ უმწვავესი პრობლემის დარეგულირებას, როგორიც არის აზარტული თამაშები, რასაც სახელმწიფო ცდილობს და მთავრობის ბოლო ინიციატივებიც ამას ეხებოდა. ამიტომ „ლელოს“ მცდელობა, რომ ამ ინიციატივებს სარმა დაუდონ, გამოწვეულია მათ შორის იმითაც რომ საკუთარ ბიზნესებს და მათი ლიდერების მიერ დაფინანსებულ პარტიულ მედიას გადასახადებიდან თავის დაძვრენის საშუალება მისცენ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner