logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: სააკაშვილმა გაგვაუბედურა და გაგვანადგურა!
- +

30 ნოემბერი. 2021. 16:44

 

 

მთელი საქართველო ამოწყვიტა და ახლა მის ჯანმრთელობაზე აღარავინ მოვიკლავთ თავს!- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს, რომ უკვე არასერიოზული ხდება ყველაფერი. სეიშელის კუნძულებზე ხომ არ წაიყვანონ, გამოუცვალონ ჰაერი?.. სააკაშვილმა გაგვაუბედურა და გაგვანადგურა. დღემდე გაუხმაურებელი საქმეები ჩნდება, რას უკეთებდა ოჯახებს და ციხეებში როგორ აწამებდნენ. დღეს მან მადლობა უნდა თქვას, რომ მის მიერ შექმნილ ციხეში არ იმყოფება და ფაქტობრივად სანატორიუმში უწევს ყოფნა. ამდენი მნახველი რომ ჰყავს და თავის ნებაზე დადიან, შეიძლება? ეგ ვერ ამიტანია. შეიძლება, პატიმარს ამდენი მნახველი ჰყავდეს და დამნაშავე კიდევ აქეთ  ულტიმატუმებს გვიყენებდეს? სააკაშვილი არ შიმშილობდა. კარგად ვნახეთ ჩვენ, როგორ მიირთმევდა დელიკატესებს! მისი ორგანიზმი ყველაფერს იღებდა, რაც სჭირდებოდა. თუ ციხეში გადაყვანის შემდეგ ისევ დაიწყებს შიმშილობას  თავში ქვა უხლია! მთელი საქართველო ამოწყვიტა და ახლა მის ჯანმრთელობაზე აღარავინ მოვიკლავთ თავს! უნდა და იშიმშილოს! მაგას ელოლიაონ და რაც უნდა, ის უკეთონ, ეგრე როდემდე შეიძლება?- განაცხადა ია მეტრეველმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner