logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გაჭიანურებული კონფლიქტები ფუნდამენტურ გამოწვევად რჩება
- +

30 ნოემბერი. 2021. 17:05

 

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გაჭიანურებული კონფლიქტები ფუნდამენტურ გამოწვევად რჩება,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გაჭიანურებული კონფლიქტები ფუნდამენტურ გამოწვევად რჩება. ისინი განახლებულ ძალისხმევას საჭიროებენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. ევროკავშირი მზად არის, თავისი როლი შეასრულოს კონფლიქტების თავიდან აცილებისა და გადაწყვეტის მიზნით. ეს მოიცავს ნდობის ჩამოყალიბებასა და გრძელვადიან და ყოვლისმომცველ დარეგულირებაში წვლილის შეტანას - მათ შორის პოსტკონფლიქტური ღონისძიებების მხარდაჭერას“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

 

შარლ მიშელის თქმით, ისეთი ფუნდამენტური ღირებულებები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულება, გენდერული თანასწორობა და ახალგაზრდების მხარდაჭერა მომავალი პარტნიორობის ქვაკუთხედად დარჩება, ხოლო ევროკავშირის მხარდაჭერა ამ ფუნდამენტური პრინციპების დაცვით იქნება განპირობებული.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში გამოვლენილი რეფორმები თანმიმდევრულად და სანდოობით, ფუნდამენტური ღირებულებების გათვალისწინებით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.

 

„ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რათა შეიქმნას მეტი სინერგია და თანამშრომლობა პარტნიორებს შორის - სამი ასოცირებული პარტნიორის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ჩათვლით“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner