ავტორი მარიამ გელაშვილი
„ზუსტად ეგაა დამნაშავე, რომ მასეთი შვილი გაზარდა, თორემ ნორმალური დედა რომ ჰყოლოდა, ასეთი ბოროტი არ გაიზრდებოდა!“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში გიული ალასანიაზე საუბრისას განაცხადა.
„კარგად ეტყობა, როგორ დარდობს შვილზე. მინდა ვუთხრა ქალბატონ გიულის, რამის მაინც შეგრცხვეთ! შეგრცხვეთ, ქალბატონო გიული! ზუსტად ეგაა დამნაშავე, რომ მასეთი შვილი გაზარდა, თორემ ნორმალური დედა რომ ჰყოლოდა, ასეთი ბოროტი არ გაიზრდებოდა! შერცხვეთ შვილმოკლული დედების! ჩვენი შვილები სინათლესაც ვეღარ ხედავენ. ნეტავ ჩემი შვილი იყოს ახლა ციხეში, ოღონდ ცოცხალი! თუმცა, არ მინდა, რომ ისეთი იყოს, როგორიც მაგის შვილია! ოღონდ ვიცოდე, რომ ცოცხალია ჩემი შვილი და სადღაც სუნთქავს! გიულის ურჩევნია, გაჩერდეს და ცოტა მოერიდოს რაღაცას. მისი შვილს უამრავი დედა ჰყავს განადგურებული და გამწარებული. ზუსტად ეგაა იმ ნაძირალა შვილის გამზრდელი, რომელიც ჰყავს!“ - განაცხადა ია მეტრეველმა.