logo_geo
eng_logo
განმუხურში ფონდი „ქართუ“ ბოტანიკურ ბაღს გააშენებს
- +

31 ივლისი. 2016. 21:36



ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფელ განმუხურში, სამეგრელოსა და აფახაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ფონდი „ქართუ" 83,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ბოტანიკურ ბაღს გააშენებს.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე ნებართვის გაცემის საკითხს უყარა კენჭი. ასევე, შეიქმნა მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი - „განმუხურის ბოტანიკური ბაღი".


როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ განაცხადა: „იმ ადგილზე არის ჭაობი. პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა, რა ვადებში მოხდება ბაღის გაშენება და როგორი იქნება დაფინასება პროექტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი".


მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, დამატებითი ქონების სახით გადაეცა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner