logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილმა სასამართლოში პირველივე გამოსვლაში დაგვამახსოვრა თავი იმით, რომ საკუთარი დანაშაულების სხვებზე გადაბრალება დაიწყო
- +

30 ნოემბერი. 2021. 18:25

 

 

„სააკაშვილმა სასამართლოში პირველივე გამოსვლაში დაგვამახსოვრა თავი იმით, რომ საკუთარი დანაშაულების სხვებზე გადაბრალება დაიწო - 7 ნოემბერი იქნება ეს თუ სხვა,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„7 ნოემბერს გამოიყვანეს თავდაცვის სამინისტროს ძალები, ჯარი, პრეზიდენტის გარეშე ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება არავის აქვს. სანდრო გირგვლიანის საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ ხელი დაადო მიხეილ სააკაშვილს და მართლმსაჯულების გამრუდებაში ამხილა.

 

რაც შეეხება „იმედის“ დარბევას, აქაც რა უნდა თქვას, ხომ გვახსოვს კადრები სადაც გიორგი არველაძე, რომელიც საზოგადოებას ეუბნებოდა რომ თითქოს ის იყო მფლობელი, მას ჰქონდა წილი და ა.შ. გასაღებით როგორ დახვდა პატარკაციშვილის მეუღლეს და ვნახეთ როგორ გადასცა გასაღები და „იმედი“ პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნა. ანუ, ეს ყველაფერი ხომ ხელის გულზე დევს და ყველაფერი ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით უტიფარი „ნაციონალური მოძრაობა“, რომ პირდაპირ თეთრზე გვეუბნებიან რომ ეს არის შავი და პირიქით. მთელი უტიფრობა იმაშია, რომ იმედი აქვთ, რომ ამხელა ტყუილს ვიღაცას დააჯერებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner