logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ასე გაუბრალოება ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ნულოვანი ღირებულების არის ადამიანი ოძრაობისთვის“
- +

30 ნოემბერი. 2021. 18:27

 

 

„საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმ დამოკიდებულებაში, რაც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც იდეოლოგიის მიმართ, რომ მათი მთავარი საყრდენი არის პროპაგანდა და ძალადობა. ძალადობა ფიზიკური, როცა მათ ეს შეუძლიათ, და თუ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, როგორც ახლა, ოპოზიციაში {ყოფნისას}, მაშინ ეს არის მორალური ძალადობა, რომელსაც ახორციელებენ მათზე, ვინც არ ეთანხმება,“ - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც შეაფასა.

 

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ის, რაც იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მუდმივ პროპაგანდისტულ ხაზად - საქართველოს ალტერნატიული ისტორიის შეთხზვა, მოყოლა და მისი დაჯერება ქართული საზოგადოებისთვის. ალტერნატიულ ისტორიაა იმ კუთხით, რომ 7 ნოემბრის აქცია მონათლა როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა მონათლა „პიარ“ აქტად და ა.შ. საერთო ჯამში, იყო დამოკიდებულება, რომ რაღაც რეფორმები ხორციელდებოდა და შედეგად რაღაც გადაცდომები იყო. ზოგადად, ასე გაუბრალოება ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების, ღირსების და სხვა უფლებების, რომლებიც ილახებოდა იმ დროს, კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად ნულოვანი ღირებულების მქონე არის ადამიანი არა თუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არა როგორც ორგანიზაციისთვის, არამედ როგორც იდეოლოგიისთვის. ეს არის ბოლშევიკური იდეა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner