logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ვერასდროს ვაპატიებ!
- +

30 ნოემბერი. 2021. 18:47

 

 

სააკაშვილს ერთი წამი არ ჰქონია სინანულის შეგრძნება და არც მის პარტიას! ეგენი არც მოინანიებენ, არც ბოდიშს მოიხდიან! მე მაგას ვერასდროს ვაპატიებ! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

ძალიან მიმტევებელი ვარ და კეთილშობილიც, მაგრამ ვიცი, ეგენი ვინც არიან! ამდენი წლის მანძილზე მათ მსგავსი სინანული არ ჰქონიათ. დღეს იმიტომ იბრძვიან, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რომ ბოლომდე გვიტირონ ყოფა და მერე ისევ იმ ძალის მეთოდებით შიში დანერგონ. ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, კიდევ ვერ მოვერეოდით მაგათ ჩვენ! მაგისი ბოდიშის მე არანაირად არ მჯერა და არც მაინტერესებს! თუ მართლა ნანობდა, ამდენი წლის განმავლობაში მოიხდიდა ბოდიშს და გულით მოინანიებდა... - განაცხადა ია მეტრეველმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner