logo_geo
eng_logo
პარლამენტმა ტყის სტატუსის შეწყვეტასა და სტატუსის დაბრუნებასთან დაკავშირებით კანონპროექტთა პაკეტი განიხილა
- +

30 ნოემბერი. 2021. 19:16

 

 

​კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა, ახლებურად აწესრიგებს დაცვითი კატეგორიის ტყესთან, ტყის სტატუსის შეწყვეტასა და ტყის სტატუსის დაბრუნებასთან, მოვლით, სანიტარულ და სარეკონსტრუქციო ჭრასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი შესაძლებლობას იძლევა დაწესდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში მუხლუხიანი ტრანსპორტით უნებართვოდ გადაადგილებისთვის, წესრიგდება ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის მოსაკრებლის ოდენობებთან დაკავშირებული და სხვა საკითხები.

 

მომხსენებლის თქმით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვები ჩატარდა კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფთან და არასამთავრობო სექტორთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner