logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: დევიდ მარია სასოლისთან ჩვენ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ
- +

30 ნოემბერი. 2021. 20:34

 

 

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან გამართულ  შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

საქართველოს მთავრობის მეთაური წერს, რომ ასოცირებული ტრიოს ლიდერებმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 

„ჩემს უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად ევროპარლამენტის პრეზიდენტს შევხვდი. განვიხილეთ ევროპარლამენტთან ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner