logo_geo
eng_logo
დავით ფაცაცია: გიორგი პაპუაშვილის განცხადებები ჩემთვის მიუღებელია!
- +

31 ივლისი. 2016. 22:38



„თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი დავით ფაცაცია ტელეკომპანია TV-პირველის" ეთერში ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებები მისთვის, როგორც პიროვნებისთვის, მიუღებელია.


„განცხადებები, რომელსაც აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია.

 

მახსოვს, რა ხდებოდა ქართულ სასამართლოებში, კარგად ვიცი, რა მეხებოდა და როგორი სამართალი იყო ჩემს მიმართ. კარგად მახსოვს, როგორ ასამართლებდნენ გირგვლიანს, რობაქიძეს, ვაზაგაშვილს. კარგად მახსოვს ის რეალობა, ტელეფონებს როგორ აწვდიდნენ მოსამართლეებს, როგორ აშინებდნენ, ატერორებდნენ და როგორ იქმნებოდა საერთოდ სამოსამართლეო სისტემა და ა.შ. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი აქტორი და შემსრულებელი იყო სწორედ პაპუაშვილი, რომელიც ცხოვრობს ნაყაჩაღარ სახლში, რომელიც მას აჩუქა სააკაშვილმა. პაპუაშვილმა კარგად იცის, ვის სახლშიც ცხოვრობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მაინც ე.წ. სამართლიანობის მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს", - აცხადებს დავით ფაცაცია.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner