logo_geo
eng_logo
7 ნოემბრის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესზე პროკურატურა ნიკა გვარამიას დარბაზიდან გაძევების შუამდგომლობას დააყენებს
- +

30 ნოემბერი. 2021. 22:32

 

 

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის მორიგ სასამართლო სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას დარბაზიდან გაძევებას მოითხოვს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

„სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს - პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა

 

ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე, დღეს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

გარდა ამისა, ადვოკატ ნ.გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ბრალდების მხარე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და მოითხოვს ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას.

 

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, ნიკა გვარამიას ზემოაღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner