ავტორი ნინო ჯიბუტი
„როგორ შეიძლება საერთოდ ამაზე საუბარი? ჩვენთვის ღმერთისგან მოვლენილი ადამიანია, თითოეულ ადამიანს ეფერება...", - ასე ეხმაურება მსახიობი ჯემალ ღაღანიძე „რეპორტიორთან" საუბარში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიძულვილის ენით საუბარშია დადანაშაულებული.
„ჩვენი პატრიარქი თითოეულის მიმართ სიყვარულით სავსეა, თითოეული ადამიანისთვის ლოცულობს, როგორ შეიძლება, სიძულვილის ენით ისაუბროს? ... არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები, 500-ჯერ მოვაწერ ხელს, რომ ეს შეფასება არის სისულელე" , - აცხადებს ჯემალ ღაღანიძე.
შეგახსნებეთ, რომ ევროპული კომისიის შეფასებასა და რეკომენდაციებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დადანაშაულებულია სიძულვილის ენით საუბარში, რადგან მან ლგბტ ღონისძიებებს „ქართველი ერის შეურაცხყოფა", ჰომოსექსუალიზმს კი „დაავადება" უწოდა.