logo_geo
eng_logo
ჯემალ ღაღანიძე: 500-ჯერ მოვაწერ ხელს, რომ ეს შეფასება არის სისულელე!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

7 მარტი. 2016. 14:11


„როგორ შეიძლება საერთოდ ამაზე საუბარი?  ჩვენთვის ღმერთისგან მოვლენილი ადამიანია, თითოეულ ადამიანს ეფერება...", - ასე ეხმაურება მსახიობი ჯემალ ღაღანიძე „რეპორტიორთან" საუბარში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიძულვილის ენით საუბარშია დადანაშაულებული.


„ჩვენი პატრიარქი თითოეულის მიმართ სიყვარულით სავსეა, თითოეული ადამიანისთვის ლოცულობს, როგორ შეიძლება, სიძულვილის ენით ისაუბროს? ...  არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები, 500-ჯერ მოვაწერ ხელს, რომ ეს შეფასება არის სისულელე" , - აცხადებს ჯემალ ღაღანიძე.




შეგახსნებეთ, რომ ევროპული კომისიის შეფასებასა და რეკომენდაციებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დადანაშაულებულია სიძულვილის ენით საუბარში, რადგან მან ლგბტ ღონისძიებებს „ქართველი ერის შეურაცხყოფა", ჰომოსექსუალიზმს  კი „დაავადება" უწოდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner