logo_geo
eng_logo
დიმიტრი ბერიძე: „Black Sea Arena‘‘-ზე შეიძლება სხვადასხვა ტიპის წარმოდგენები დაიდგას
- +

31 ივლისი. 2016. 22:40


 

„Black Sea Arena" -  პირველი ქართული დარბაზი, რომელიც ძალიან ბევრ საშუალებას იძლევა გრანდიოზული შოუ წარმოდგენებისთვის. დარბაზი და მთელი აღჭურვილობა ქართველ ერს ეკუთვნის. ამ ყველაფერზე „Black Sea Arena‘‘-ს დირექტორი დიმიტრი ბერიძე  ტელეკომპანია GDS-ის  „შუადღეში" საუბრობს:


„Black Sea Arena‘‘ ბიძინა ივანიშვილის, ,,ქართუ ფონდის" დაფინანსებით გაკეთდა, რომ სახელმწიფოს გადასცემოდა მთელი აღჭურვილობით, ინფრასტრუქტურით  და ეკუთვნის ქართველ ერის. თითოეული ჩვენგანი  უნდა გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც ამ არენას გააჩნია. დარბაზი არის უნივერსალური და შეიძლება სხვადასხვა ტიპის წარმოდგენები დაიდგას. შენობის სახურავი გადახდადია და უნალექობის პერიოდში საშუალება ექნება მაყურებელს, მსუბუქად და კომფორტულად იგრძნოს თავი. კედლებიც  ე.წ. ლამელები, რომლებიც ღამით სხვადასხვა ფერად ანათებს, იხსნება კიდეც. შესაბამისად, თვითონ მომღერალსაც ექმნება წარმოდგენა, რომ ღია სივრცეში იმყოფება. რაც შეეხება აუდიტორიის განლაგებას, ამფითეატრული აუდიტორიის ნაწილი, რომელიც დიდი მასშტაბისაა,  მცირე სივრცეში გრძნობს თავს  სცენასთან მიმართებაში. სცენის აბსოლუტურად ყველა ნაწილში ხილვადობა არის ერთი და იგივე. არასეზონის დროს შეგვიძლია, ეს უნიკალური  აღჭურვილობა გავაქირაოთ კიდეც, რაც ბევრ  პრომოუტერს მისცემს საშუალებას, ბევრი კონცერტი ჩაატარონ, თუნდაც თბილისში და დახურულ სივრცეში".

 

დიმიტრი ბერიძემ აქვე აღნიშნა, რომ „Back Sea Arena"-ს მთავარი მიზანი იყო იმ კონკრეტული რეგიონის განვითარება:


„ეს ყველაფერი არის ამ რეგიონის განვითარების საფუძველი, მოიზიდოს ბევრი ტურისტი, როგორც ადგილობრივი, ისე საზღვარგარეთიდან. მთლიანად ის სანაპირო თითქოს ჩამკვდარი იყო და განვითარების კუთხით ითხოვდა რაღაც გასართობს. ეს არენა მისცემს ტურისტებს საშუალებას, თავი აღმოაჩინონ ისეთ ადგილას, სადაც ყოფნას ბევრი ევროპელი ინატრებდა", - აღნიშნა ბერიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner