კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, მათ შორის 60 წელზე უფროს პირებს მოგზაურობას არ ურჩევს.
„რჩევა უნდა მიეცეს კორონავირუსის დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისა და კორონავირუსით სიკვდილის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს და მათ, ვისაც თანმხლები დაავადებები აქვთ (გულის დაავადება, კიბო და დიაბეტი), მოგზაურობა გადადონ“, - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ მოგზაურობის აკრძალვა ხელს არ შეუშლის კორონავირუსის შემაშფოთებელი ახალი ვარიანტის გავრცელებას და ქვეყნებს მოუწოდებს, რისკზე დაფუძნებული მიდგომა მიიღონ.