logo_geo
eng_logo
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ირლანდიასთან 0:11 დამარცხდა
- +

1 დეკემბერი. 2021. 02:01

 

 

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ირლანდიასთან 0:11 დამარცხდა.

 

ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა, როდესაც მაიკო ბებიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 21-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა ორამდე კაირა კარუზამ გაზარდა. 37-ე წუთზე ლუსი ქუინმა საქართველოს ნაკრების კარში მესამე გოლი გაიტანა, პირველი ტაიმის მიწურულს კი დენის ო'სალივანის ზუსტი დარტყმის შემდეგ მასპინძლებმა მეოთხედ აიღეს თეონა სუხაშვილის კარი.

 

58-ე და 62-ე წუთზე ო'სალივანმა ჰეთთრიკი გააფორმა. 69-ე წუთზე საქართველოს ნაკრები უმცირესობაში დარჩა - მეორე ყვითელი ბარათი მაიკო ბებიამ მიიღო. 70-ე და 73-ე წუთზე დუბლით თავი კეტი მაკეიბიმ გამოიჩინა. 82-ე წუთზე სერშა ნუნანმა ირლანდიის ნაკრების მეცხრე გოლი, 90-ზე კი ემბერ ბერეტმა მეათე გოლი გაიტანა. მატჩის კომპენსირებულ დროში დაიენ ქოლდუელმა საბოლოო ანგარიში 0:11 დააფიქსირა.

 

4 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო, მეხუთე ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს გიორგი ჩხაიძის შეგირდები 2022 წლის 7 აპრილს შინ, შვედეთის წინააღმდეგ გამართავენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner