პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ონლაინ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით.
მხარეებმა ფონდთან დაგეგმილი ახალი სამწლიანი პროგრამის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. განიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობის საკითხები, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, ინფლაცია, საფინანსო-საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა.
კოვზანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ფონდის პროგრამის განახლების შემდეგ ერთობლივი თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდება.