თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, ორივე მათგანი, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, აღნიშნული სახლი გაქირავებული იყო და მასში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. მათივე ცნობით, ფართი, სადაც შემთხვევა მოხდა, კომერციულად არის რეგისტრირებული და თვითნებურად საცხოვრებლად იყო გადაკეთებული.