logo_geo
eng_logo
თბილისში სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციით 2 კაცი გარდაიცვალა
- +

1 დეკემბერი. 2021. 10:20

 

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, ორივე მათგანი, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.

 

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, აღნიშნული სახლი გაქირავებული იყო და მასში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. მათივე ცნობით, ფართი, სადაც შემთხვევა მოხდა, კომერციულად არის რეგისტრირებული და თვითნებურად საცხოვრებლად იყო გადაკეთებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner