logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი განახლებული გუნდი საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს
- +

31 ივლისი. 2016. 22:57



„პრაიმტაიმთან" საუბრისას „ქართული ოცნების" სიის წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძეაღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" ქვეყნის ინტერესებისთვის ყველა ღირსეულ ადამიანთან და პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს.


ქართული ოცნების" პროგრამა თავისუფლების დაცვაზე, სწრაფი განვითარების უზრუნველყოფასა და სოციალური კეთილდღეობის მიღწევაზეა ორიენტირებული. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების, ადამიანების ხმა და წუხილები იქნება გათვალისწინებული ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური და განათლების სისტემის რეფორმები გატარდება წარმატებით. ეს ნიშნავს, რომ განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება მეწარმეობა, ტურიზმი, მომსახურების სფერო და მოხდება საქართველოს ტრანზიტული და გეოპოლიტიკური პოტენციალის რეალიზაცია - რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს ბევრ ოჯახს და უკეთეს შესაძლებლობებს შეუქმნის ჩვენს შვილებს.

ჩვენი განახლებული გუნდი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ ჩვენი მოსახლეობის კულტურაში, განათლებასა და პატრიოტიზმში. შეუძლებელია, ჩვენმა საზოგადოებამ მცდარი არჩევანი გააკეთოს. ჩვენ შევძლებთ ყველა ღირსეულ ადამიანთან და ძალასთან თანამშრომლობას ქვეყნის ინტერესებისთვის.

ყველაზე დიდი უსამართლობა, რომ ადამიანები ვერ ახერხებდნენ, საკუთარი შვილების, მშობლებისა და მეუღლეებისთვის მკურნალობის ფული ეშოვათ ავადმყოფობის დროს; როცა ყოველ დილით საპატიმრო დაწესებულებებთან მდგარი დედები შიშით ელოდნენ საკუთარი შვილის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავს; როცა ადამიანები მანქანებს, სახლებსა და საკუთრებას ჩუქნიდნენ სახელმწიფოს ღამღამობით და როცა არჩევნებზე მიმავალ ადამიანებს გზაზე ლურსმნებს უყრიდნენ - ჩვენ დავასრულეთ. ახლა დროა, მეტი დოვლათი და შემოსავალი გამოიმუშაოს თითოეულმა ადამიანმა და ოჯახმა, უკეთესი განათლება მიიღონ ჩვენმა შვილებმა და კეთილდღეობა მივიდეს თბილისიდან ყველაზე დაშორებულ ქალაქებსა და სოფლებში", - განაცხადა თალაკვაძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner