logo_geo
eng_logo
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება
- +

1 დეკემბერი. 2021. 10:55

 

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრმაღელეში 9 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები ქსელის ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს და ერთწლოვანი კულტურების მწარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის. მდამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner