პარლამენტის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა.
კერძოდ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს - გენადი მაკარიძეს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანოძეს, თეა ძიმისტარაშვილს.
კომიტეტი მხარდაჭერილ კანდიდატებს რეკომენდაციას გაუწევს და მათ პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად დღეს წარადგენს.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 25 ნოემბერს ორი დღის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხ კანდიდატს - გენადი მაკარიძეს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს გაესაუბრნენ.