logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი მხარს უჭერს ნატოს გაფართოებას, თურქეთი მხარს უჭერს სხვა მეზობელი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას
- +

1 დეკემბერი. 2021. 11:52

 

„თურქეთი მხარს უჭერს ნატოს გაფართოებას, თურქეთი მხარს უჭერს სხვა მეზობელი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას,“ - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე.

 

ნატოს საგარეო საქმეთა ორდღიანი მინისტერიალი მიმდინარეობს. დღეს რიგაში ჩანიშნულია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესია, რომელზეც საქართველო და უკრაინა არიან მიწვეული. ღონისძიებაზე სიტყვით დავით ზალკალიანი გამოვა. საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანთან, ინს სტოლტენბერგთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner