logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან და ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან
- +

1 დეკემბერი. 2021. 12:03

 

 

„საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან, რომლებსაც წვლილი შეაქვთ NATO-ს ოპერაციებსა და მისიებში და ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

 

„ივნისში ბრიუსელის სამიტზე მოკავშირეთა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან, რომლებსაც წვლილი შეაქვთ NATO-ს ოპერაციებსა და მისიებში და ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. მოკავშირეები ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

NATO-ს საგარეო საქმეთა ორდღიანი მინისტერიალი მიმდინარეობს. დღეს რიგაში ჩანიშნულია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესია, რომელზეც საქართველო და უკრაინა არიან მიწვეული. ღონისძიებაზე სიტყვით დავით ზალკალიანი გამოვა. საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner