logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ამას არ მოჰყვა მოსამართლეების რეაქცია და არ გააგდეს დარბაზიდან ეს ვითომ იურისტი გარეწარი
- +

1 დეკემბერი. 2021. 12:10

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალური ქსელით გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს.

 

„მივმართავ გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს! ბატონო ირაკლი, როდესაც მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში უყურებდა, ადვოკატი, ნაპროკურორალი ნიკა გვარამია, სააკაშვილის საქმის მწარმოებელ პროკურორ ჯარჯი წიკლაურს და სხვა პროკურორებს გამო@@ლევებულს ეძახდა, კარგად ისმის ეს ფრაზა ეთერში და ამას არ მოჰყვა მოსამართლეების რეაქცია და არ გააგდეს დარბაზიდან ეს ვითომ  იურისტი გარეწარი, ამის მერე სასიხარულოა, რომ თქვენ საქმე აღძარით გვარამიას წინააღმდეგ! აი, თუ ეს საქმე არ მივიდა ბოლომდე და თაროზე შემოიდო, არ დაისაჯა ყველაფრის მკადრებელი გვარამია, ჩვენ რატომ უნდა გვქონდეს თქვენი უწყების ნდობა? თქვენ საკუთარი თავი თუ ვერ დაიცავით, როგორ უნდა დაიცვათ მოქალაქე? ან როგორ უნდა გამოიძიოთ საქმეები? არც გაბედოთ, მიაფუჩეჩოთ ეს საქმე, აქ თქვენი და თქვენი უწყების ღირსებაზეა საუბარი და იმედია, ღირსებას მაინც დაიცავთ!“ - წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner