„ბოტოქსი, ეპილაცია, გასახდომი პროცედურები უგულავასთან ერთად, სტილისტი, მზარეული, შვილის სწავლა, პირადი ექიმის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება“, - ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილის მიერ, ბიუჯეტიდან საიდუმლო გრიფით გაფლანგული თანხების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„500 000 დოლარი - კოსმეტიკური პროცედურები (ბოტოქსი, ეპილაცია, გასახდომი პროცედურები);
75 000 დოლარი - ინსბრუკში გასახდომი პროცედურები უგულავასთან ერთად;
90 000 დოლარი - სტილისტი;
120 000 დოლარი - მზარეული;
40 000 დოლარი - შვილის სწავლა ყველაზე ძვირ კერძო სკოლაში (ზალდასტანიშვილის აკადემია);
70 000 დოლარი - ნიკოლოზ ყიფშიძის (პირადი ექიმი) მკურნალობის დაფინანსება საზღვარგარეთ;
სააკაშვილის მიერ, ბიუჯეტიდან საიდუმლო გრიფით გაფლანგული თანხები!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე facebook-ზე.