კასპში ჯორჯიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული ქუჩა ლესელიძის ქუჩის მიმდებარეა, სადაც კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების გარდა მრავალსართულიანი კორპუსებიცაა, ანუ მჭიდრო დასახლებაა.
ქუჩაზე ამჟამად წინა მოსამზადებელი, საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჯორჯიაშვილის ქუჩა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც 4 ქუჩასთან ერთად რეაბილიტირდება.
ქუჩის რეაბილიტაციის ღირებულება 169 831 ლარია და რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„ქუჩის მოსახლეობა კმაყოფილია პროექტის განხორციელებით, ვინაიდან აღნიშნული ქუჩა მოუწყობელი და გადაადგილებისთვის პრობლემური იყო. მალე მათ კომფორტული ქუჩით სარგებლობა შეეძლებათ. მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია და პრიორიტეტული“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ქისიშვილმა.