„საბერძნეთის მოქალაქეები, რომლებიც 60 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში არიან, თვეში 100 ევროთი დაჯარიმდებიან, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებენ“, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი წესი 16 იანვრიდან ამოქმედდება.
„სამწუხაროდ, 60 წლის ზემოთ 580 000 აუცრელი მოქალაქიდან ვაქცინაცია ნოემბერში მხოლოდ 60 000-მა დაგეგმა. ჰოსპიტალიზაცია, უმეტესად, სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებს სჭირდებათ და, სამწუხაროდ, ხშირად გარდაცვალებითაც სრულდება", - განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.
საბერძნეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ ბოლო 1 კვირაში 18 ათასს გადააჭარბა, ინფიცირებულების რაოდენობა რეკორდულად მაღალია. ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აუცრელია.
ვაქცინაცია ზაფხულში სავალდებულო გახდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებისთვის.