logo_geo
eng_logo
საბერძნეთში 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში, 100 ევროთი დააჯარიმებენ
- +

1 დეკემბერი. 2021. 12:59

 

 

 

„საბერძნეთის მოქალაქეები, რომლებიც 60 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში არიან, თვეში 100 ევროთი დაჯარიმდებიან, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებენ“, - ამის შესახებ  „ევრონიუსი“ წერს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი წესი 16 იანვრიდან ამოქმედდება.

 

„სამწუხაროდ, 60 წლის ზემოთ 580 000 აუცრელი მოქალაქიდან ვაქცინაცია ნოემბერში მხოლოდ 60 000-მა დაგეგმა. ჰოსპიტალიზაცია, უმეტესად, სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებს სჭირდებათ და, სამწუხაროდ, ხშირად გარდაცვალებითაც სრულდება", - განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.

 

საბერძნეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ  ბოლო 1 კვირაში 18 ათასს გადააჭარბა, ინფიცირებულების რაოდენობა რეკორდულად მაღალია. ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აუცრელია.

 

ვაქცინაცია ზაფხულში სავალდებულო გახდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებისთვის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner