ინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, არჩევნების შემდეგ მისი ჩამოსვლის შესახებ გაკეთებული განცხადება გადაცემა "2030"-ში სტუმრობისას შეაფასა:
"ჩვენ ვხედავთ, ქვეყნის გარეთ მყოფი, მათ შორის, ჩრდილოეთში, დასავლეთში და აღმოსავლეთში არსებული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით, პოლიტიკური გვამის რეანიმაცია მიმდინარეობს. ამას ხელს უწყობს ქართული მედიასაშუალებებიც, რომლებიც ხალხის დაძაბვას ცდილობენ"
სააკაშვილი რომელი ოლქის გუბერნატორიც არის, იქ ვერ აკეთებს ვერაფერს. აქ იყო, სრული ძალაუფლება ჰქონდა და რითაც დაამთავრა და ქართველმა ხალხმა როგორც გააპანღურა, ყველამ ვნახეთ. სააკაშვილი საქართველოში ცხვირს არასოდეს შემოყოფს. რისი ჩამომსვლელი და გადამტრიალებელია?! ამ ფარჩაკებმა რა მაიდანი უნდა მოაწყონ?!" - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
წყარი:hold.ge