„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს, ვაკანსიები არის დასაკომპლექტებელი“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცესია, რამდენიმე მექანიზმია გასაჩივრების გამჭვირვალობის. ყველანაირად ეს არის ინკლუზიური პროცესი. არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესი შეჩერებულიყო. როცა კრიტიკას ვისმენთ, არგუმენტი არ არის. ერთადერთია არგუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ უნდა იყოს მიღებული. დემოკრატია ასე არ ფუნქციონირებს, ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას არ იღებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.