logo_geo
eng_logo
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დასწრებას აპირებს
- +

1 დეკემბერი. 2021. 16:18

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, მის ღვიძლში ფერმენტებია მომატებული, თუმცა, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასასწრებად ემზადება.

 

„იმედი გვაქვს, რომ ექიმები ამ მაჩვენებელს დაარეგულირებენ და სისუსტის პრობლემა აღარ ექნება, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მდგომარეობაშიც კი, ის მზადაა ხვალინდელ პროცესზე გამოსაცხადებლად. ასევე, ის დიდ მადლობას უხდის ყველა ექიმს, რომელიც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მათ შორის, სამთავრობო კონსილიუმის ჩათვლით და მადლიერია ყველაფრისთვის“, - აცხადებს  ადვოკატი.

 

შოთა თუთბერიძის თქმით, ჰოლანდიიდან საქართველოშია ჩამოსული ყოფილი პრეზიდენტის შვილი, ედუარდ სააკაშვილი, რომელიც მამის მონახულებას აპირებს.

 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner