logo_geo
eng_logo
საქართველოში გამოკითხული 1600-ზე მეტი ადამიანიდან, 3%-ის თქმით, საერთოდ არ წუხს, რომ შეიძლება, თავად ან მისი ოჯახის წევრი COVID-19-ით მძიმედ დაავადდეს
- +

1 დეკემბერი. 2021. 16:21

 

საქართველოში ჩატარდა ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც, მოქალაქეებმა შეკითხვაზე, არიან თუ არა შეწუხებულნი, რომ თავად ან მათი ოჯახის წევრი, შეიძლება, COVID-19-სგან მძიმედ ავად გახდეს, შემდეგი პასუხები გასცეს:

 

რესპონდენტების 46.6% პასუხობს, რომ ძალიან შეწუხებულია;

 

36.3% — შეწუხებულია ზომიერად;

 

9.2% — მეტ-ნაკლებად;

 

3.3% — უმნიშვნელოდ;

 

ხოლო 3.0% საერთოდ არ არის შეწუხებული.

 

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია პროცენტული განაწილება.

 

კვლევის ფარგლებში, 1 623 ადამიანი გამოიკითხა, მათ შორის, ქალაქად — 778, ხოლო სოფლად — 845 პირი.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევას გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ატარებს. გამოკვლევის მეხუთე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის ოქტომბერში.

 

ანალოგიური კვლევა მიმდინარე წლის მაისსა და ივნისშიც ჩატარდა. მაშინ 1700-მდე ადამიანი გამოკითხეს, საიდანაც 7%-ის თქმით, საერთოდ არ წუხს, რომ შეიძლება, თავად ან თავისი ოჯახის წევრი COVID-19-ით მძიმედ დაავადდეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner