logo_geo
eng_logo
ახალ ბულვარში შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

1 დეკემბერი. 2021. 16:29

 

დღეს განვითარებულმა უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა, ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვა-ღორღით დაფარა.

 

ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

 

„აკვაპარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე,  უკვე მიმდინარეობს შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია შპს „სანდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლები, რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები.

სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის შესაბამისად გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner