logo_geo
eng_logo
შაკო ჩაჩანიძე: ხოჯევანიშვილის ლოგიკით, კომპეტენციის ფარგლებია, როდესაც მინისტრის მოადგილე ხვდება დაზარალებულს კაფეში და კონვერტით აწვდის რაღაცას. აი, ესაა გახარიას გუნდის ლოგიკა
- +

1 დეკემბერი. 2021. 17:40

 

 

„ერთი ხოჯევანიშვილი მეორეზე ამბობს, ეს მეორე, ანუ ჩემი ძმა იყო შს მინისტრის, ანუ გახარიას მოადგილე და ის საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეხვდა დაზარალებულსო“, - ასე ეხმიანება ფეისბუქ-მომხმარებელი შაკო ჩაჩანიძე გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას, რომ მისი ძმა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეხვდა ზაზა სარალიძეს.

 

„ერთი ხოჯევანიშვილი მეორეზე ამბობს, ეს მეორე, ანუ ჩემი ძმა იყო შს მინისტრის, ანუ გახარიას მოადგილე და ის საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეხვდა დაზარალებულსო. ესე იგი, ამ ერთი ხოჯევანიშვილის ლოგიკით, კომპეტენციის ფარგლებია, როცა მინისტრის მოადგილე ხვდება დაზარალებულს კაფეში და კონვერტით აწვდის რაღაცას (გასაგებია, რასაც). აი, ესაა ერთი ხოჯევანიშვილის და ზოგადად გახარიას გუნდის ლოგიკა. „ნაცებსაც“ არ უკადრიათ ასეთი გაპრავება“, - წერს ჩაჩანიძე facebook-ზე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner